22 დეკემბერი 2024,   10:12
ვრცლად
ოზურგეთში ვითარება დაიძაბა - სოფელ ნასაკირალის მოსახლეობა პოლიციის შენობაში შეჭრას ცდილობს

ოზურგეთში ვითარება კვლავ დაიძაბა. სოფელ ნასაკირალის მოსახლეობა პოლიციის შენობაში შეჭრას ცდილობს. ისინი ოზურგეთის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული პირის გათავისუფლებას ერთი საათია, ითხოვენ.

ოზურგეთის საკრებულოსთან სოფელ ნასაკირალის მცხოვრებლები „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ბესო ქათამაძის ცემას აპროტესტებდნენ. ისინი დამნაშავეების დასჯას ითხოვდნენ.

აქციაზე „ქართული ოცნების“ წევრს, ნიკა მელიასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ბესო ქათამაძის ერთ-ერთი მხარდამჭერი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ  ცოტა ხნის წინ ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ბესო ქათამაძეს „ქართული ოცნების“ წევრებმა სცემეს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები