21 დეკემბერი 2024,   19:05
ვრცლად
საჩხერის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე დიალიზის განყოფილება გაიხსნა

საჩხერის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე დიალიზის განყოფილება გაიხსნა.

ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა დაესწრო.

ადგილზე მკურნალობას საჩხერისა და ჭიათურის რაიონის მცხოვრები პირები გადიან, რომლებსაც ზაზა ბოხუა პირადად გაესაუბრა.

ამ დრომდე მომსახურება 72 ბენეფიციარს გაეწია. დღეისთვის ცენტრში 15 დიალიზის აპარატი მოქმედებს, უახლოეს მომავალში კი, ეს რაოდენობა 21-მდე გაიზრდება.



დღის ამბები