კრისტინა აგილერამ ნიუ-იორკის მცხოვრებლებს სიურპრიზი მოუწყო. გრემის მფლობელმა მომღერალმა ქუჩის მუსიკოსის ამპლუა მოირგო და მეგაპოლისის მეტროს ერთ-ერთ სადგურზე პერფორმანსი მოაწყო.
მასთან ერთად მეტროს მგზავრებისთვის პოპულარული გადაცემა ”ღამის შოუს” წამყვანი ჯიმი ფელონი იმყოფებოდა, თუმცა ჩაცმულობის გამო ვარსკვლავები ვერავინ იცნო.
აგილერამ და ფელონმა არეტა ფრანკლინის ცნობილი ჰიტი შეასრულეს და უამრავი ადამიანის ყურადღება მიიქციეს. სიმღერის დასრულების შემდეგ კი კოსტიუმები გაიხადეს და სიმღერა ასე განაგრძეს.
პერფორმანსი სპეციალურად ჯიმი ფელონის გადაცემისთვის დაიგეგმა. ღამის შოუ მსგავს ექსპერიმენტებს ნიუ იორკის მეტროში პერიოდულად აწყობს.