22 დეკემბერი 2024,   10:01
ვრცლად
გარდამავალი მთავრობა, რომელიც მხოლოდ სამი კვირა იმუშავებს - პარლამენტი ხვალ ნდობას დროებით მთავრობას გამოუცხადებს

გარდამავალი მთავრობა, რომელიც მხოლოდ სამი კვირა იმუშავებს - პარლამენტმა ნდობა მინისტრთა კაბინეტის დროებით შემადგენლობას უნდა გამოუცხადოს. გარდამავალი, სამკვირიანი მთავრობის ფორმირების თხოვნით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტს უკვე მიმართა. მამუკა ბახტაძემ დეპუტატებს მისი წინამორბედის გიორგი კვირიკაშვილის ძველი პროგრამა და მინისტრთა კაბინეტის ძველი სახეები წარუდგინა. სამი კვირა მმართველ პარტია საკანონდებლო ცვლილებებისთვის სჭირდება. რის შემდეგაც 14 სამინისტროდან სამი გაუქმდება და მინისტრების თანამდებობებზეც პარლამენტს  თავიდან დასამტკიცებლად ახალი სახეები წარედგინება.

რაც შეეხება სამინისტროების რესტრუქტურიზაციას, "კურიერის" ინფორმაციით უქმდება სასჯელაღსრულების უწყება, რომლის ფუნქციებსაც იუსტიციის სამინისტრო შეითავსებს. ორად იყოფა დევნილთა სამინისტრო. ფუნქციების ერთ ნაწილს, სოციალურ საკითხებს ჯანდაცვის სამინისტრო შეითავსებს, დევნილებისათვის საცხოვრებლებით უზრუნველყოფას და მშენებლობას კი ინფრასტრუქტურის სამინისტრო. გაუქმდება კულტურისა და სპორტის სამინისტრო და განათლების სამინისტროსთან გაერთიანდება. 

დღის ამბები