22 დეკემბერი 2024,   09:57
ვრცლად
ბახტაძის გარდამავალი მთავრობა - ოპოზიცია ივანიშვილის ხელისუფლების პანიკურ ნაბიჯებზე საუბრობს

შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება - ასე აფასებს ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის მიერ დაანონსებული სტრუქტურული ცვლილებების სტრატეგიას.

ევროპული საქართველოს წევრები ამბობენ, რომ ამ ყველაფრის მიზეზი ბიძინა ივანიშვილია რომელმაც, თავის ორბიტაზე ფიგურების განლაგება გადაანაცვლა, მაგრამ საჭადრაკო პარტია ჯერ არ დაუწყია. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერისთვის კი ეს გადანაცვლებები და ქაოტური გადაწყვეტილებები პანიკის ნიშანია.

3-კვირიანი დროებითი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება მიუღებელი არასაპარლამენტო  ოპოზიციისთვისაც. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ასე მოკლე ვადით მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებით კონსტიტუცია ირღვევა. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შუალედური ნაბიჯები სინამდვილეში თეა წულუკიანისა და ძალოვანი გუნდის გადასარჩენად გადაიდგა, მცირე მთავრობა კი ბიუროკრატიულ ხარჯებს ვერ შეამცირებს.

ოპოზიციური ძალები კვლავ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.

დღის ამბები