22 დეკემბერი 2024,   09:59
ვრცლად
პრეზიდენტობა მინისტრობის ნაცვლად - წულუკიანი არ აკონკრეტებს იქნება თუ არა "ქართული ოცნების" კანდიდატი 

იუსტიციის მინისტრი არ აკონკრეტებს იქნება თუ არა დროებითი მთავრობის შემდეგაც ბახტაძის კაბინეტის წევრი. თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მას გარკვეული ინფორმაცია აქვს თუმცა მისი გახმოვანება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.

„სამი კვირის მერე ვინ იქნება ბახტაძის კაბინეტში ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, მე ამის შესახებ რა თქმა უნდა გარკვეული ინფორმაცია მაქვს მაგრამ პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა შეადგინოს თავისი კაბინეტი,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

კითხვაზე - მზად არის თუ არა დატოვოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობა თუკი „ქართული ოცნება“ მას პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებს, თეა წულუკიანი ამჯერადაც პირდაპირი პასუხისგან თავს იკავებს.

„ძალიან ბევრ ადამიანს პარლამენტში ჰგონია, რომ ძალიან ბევრ კითხვაზე მაქვს პასუხი და აქვთ ეჭვი, რომ არ გაწვდით ამ პასუხებს. არ ვიცი. მე 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებისთვის პატარა კენჭი დავდე ქართული ოცნების ლურჯი დროშის ქვეშ და 72%-ით ურთულეს, ძალიან დიდ ნაძალადევში, ნაძალადევებთან ერთად დავდე გამარჯვება,“-განაცხადა თეა წულუკიანმა. 

წულუკიანი სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრების ნაწილთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. 

დღის ამბები