21 დეკემბერი 2024,   20:17
ვრცლად
არავინ გაბედოს რომ ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია ნაცნობობით მოხდეს - კახა კალაძე 

არავინ გაბედოს რაიმე პროტექციონიზმი იმისთვის, რომ ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია ნაცნობობით მოხდეს - ეს განცხადება, დედაქალაქის მერმა გააკეთა. თბილისის მერის თქმით, მას ბაღებში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, "ძალიან ცუდი ხმები მისდის". 

კახა კალაძე, ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, კახა გვანცელაძეს მიმართავს და მოუწოდებს, პროცესი მკაცრად გაკონტროლდეს.

დედაქალაქის მერი ამბობს, რომ არ უნდა მოხდეს ბავშვების საჯარო ბაღებში ჩარიცხვა მშობლების ნაცნობობის ხარჯზე, რომელიც მათ შესაძლოა მერიაში, გამგეობაში ან სხვა დაწესებულებაში ჰყავდეთ.

მისი თქმით, ფაქტს გამოვლენის შემთხვევაში მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

დღის ამბები