20 აპრილი 2024,   09:55
ვრცლად
საქართველო აფასებს ესტონეთის მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში - მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი ესტონელ კოლეგას კადრიორგის სასახლეში შეხვდა. ესტონეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრეს.

პირისპირ მოლაპარაკებების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა და კერსტი კალიულაიდმა დელეგაციებთან ერთად გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართეს.

მხარეებმა ნატო-ს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპაციაზე, არაღიარების პოლიტიკასა და ესტონეთის მხარდაჭერაზე ამ მიმართულებით.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო აფასებს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

ესტონეთი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღნიშნავს.

დღის ამბები