21 დეკემბერი 2024,   19:42
ვრცლად
სტრუქტურული ცვლილებები - მამუკა ბახტაძე პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება

ორ საათზე მეტია, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობის ბიუროს წევრებს ხვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ დაზუსტდება თუ კონკრეტულად როგორი იქნება სტრუქტურული ცვლილებების შინაარსი.

მმართველი გუნდის წევრებმა შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთეს და აღნიშნეს, რომ პოლიტიკური გუნდის, პარტიის გაძლიერება იგეგმება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ცვლილებების შესახებ განმარტებები შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

ამ ეტაპზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება იგეგმება. როგორც ცნობილია, იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროები ერთიანდება. ასევე ცნობილია, რომ იგეგმება განათლებისა და კულტურის სამინისტროების შერწყმა. უქმდება დევნილთა სამინისტრო, ნაწილი ინფრასტრუქტურის და ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროებს შეუერთდება.

დეპუტატები ამბობენ, რომ უწყებების შერწყმის შემდეგ კადრების შემცირება არ იგეგმება. 

„მიზანი არის, რომ გადაწყვეტილებების მიღებასა და მოსახლეობის სერვისების მიღების დრო შემცირდეს, იყოს ბევრად უფრო ეფექტური მუშაობა. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს გარკვეული სირთულეები. ვაცხადებთ გარკვეული პროგრამების დაწყებას, სიახლეების შემოტანას და სინამდვილეში ძალიან დროში იწელება აღსრულება და მნიშვნელოვანია, რომ ეს აღსრულება ეფექტური იყოს,“- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები