21 დეკემბერი 2024,   20:15
ვრცლად
"ჩვენ შევცვალეთ კანონი, რომელიც ერთპიროვნულად მთავარი პროკურორის დანიშვნას ითვალისწინებდა" - ოხანაშვილის პასუხი მესამე სექტორს

საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების ინიციატივას, რომელიც მთავარი პროკურორის ახალი წესით არჩევას ეხება, მმართველ გუნდში ეხმაურებიან. 

„ქართული ოცნება“ინიციატივის განხორციელების აუცილებლობას ვერ ხედავს. 

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, პროცესი მთლიანად უნდა იყოს დეპოლიტიზებული. ამასთან, მთავარი პროკურორის შერჩევაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს იუსტიციის მინისტრმა.

ანრი ოხანაშვილის განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ისედაც ითვალისწინებს, პროკურორის საზოგადოებრივი დისკუსიის და ფართო კონსენსუსის ფარგლებში შერჩევას.

„ჩვენ შევცვალეთ კანონი, რომელიც სწორედ  ერთპიროვნულად მთავარი პროკურორის დანიშვნას ითვალისწინებდა. რომელიც არსებობდა 2012 წლამდე. დღეს ჩვენ გვაქვს კანონი, რომელიც ითვალისწინებს ფართო ჩართულობით კანდიდატების შერჩევას. განსხვავება ძალიან დიდია იმ კანონსა და  დღეს მოქმედ კანონს შორის, რომელიც ადრე არსებობდა. ამიტომ ძალიან ბევრი პოზიტიური ცვლილება უკვე შევიდა და დღეს უკვე გვაქვს შესაძლებლობა თუ იქნება ნება, რომ კონკრეტული პირები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. აკადემიურმა წრეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინონ მათთვის სასურველი ის კანდიდატები ვინც საზოგადოებაში სარგებლობენ მაღალი ავტორიტეტით,“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

ამავე თემაზე
დღის ამბები