21 დეკემბერი 2024,   20:08
ვრცლად
„ასეთი ღირებულების ტაძრებში იატაკის გამოცვლა ასე ჰაიჰარად არ უნდა ხდებოდეს" - ნიკოლოზ ვაჩეიშვილი გერგეთის სამების შესახებ

გერგეთის სამებაში მიმდინარე სამუშაოებს, თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეხმაურება.

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი დარღვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ ადგილზე არქეოლოგიური გათხრები არ შესრულება, მაშინ, როდესაც გერგეთის სამების ტერიტორიაზე იატაკი აიყარა. 

„ასეთი ღირებულების ტაძრებში იატაკის გამოცვლა ასე ჰაიჰარად არ უნდა ხდებოდეს. ქვის ფაქტურა მთლიანად გარემოსთან მისადაგებული უნდა იყოს, რომელიც სამწუხაროდ ასე არ იქნება და ის თავს აჩვენებს როგორც უცხო სხეული. ის რომ იქით იყოს, კიდევ მნიშვნელოვანია დაგებისას გათვალისწინებული ყოფილიყო არქეოლოგიური გათხრების მნიშვნელობა, იმისათვის რომ ჩვენ წინარე ისტორია გვცოდნოდა ამ მონასტრის,“ - განაცხადა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.

გერგეთის სამებაში - ტაძარში უკვე დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობის სისტემა და ახლა მხოლოდ, სამუშაოების მცირე ნაწილია დარჩენილი, რომელიც თვის ბოლომდე დასრულდება.

მე-13 საუკუნის ძეგლს შეუცვლიან ძირს დაგებულ ფილებსაც. სავარაუდოდ სარემონტო სამუშაოები 25 ივნისს დასრულდება. 

გერგეთის სამებაში მოღვაწე სასულიერო პირი, მამა ილარიონი ამბობს, რომ სამუშაოები მაისში, მას შემდეგ დაიწყო, რაც შესაბამისმა უწყებამ ნებართვა გასცა. 

 

დღის ამბები