ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დაფარვისთვის დაკავებულთა პროცესი საქალაქო სასამართლოში დასრულდა.
ამ საქმეზე სულ 5 პირს აქვს ბრალი წაყენებული, თუმცა პატიმრობაში ამ დროისთვის სამი მათგანი იმყოფება. ორ პირზე არასრულწოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი გავრცელდა და ისინი პატიმრობაში არ იმყოფებიან.
ამ საქმეზე ბრალდებულები არიან მამა შვილი კალანდიები, მათ შორის მიხეილ კალანდია ერთ-ერთი იყო იმ ახალგაზრდებს შორის, რომელიც სისხლიან გარჩევაში მონაწილეობდა.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის 4 მოწმე დაიკითხა.
„გადამეტებული იქნება თქმა, რომ ისინი არიან უშუალოდ დანაშაულის მამხილებელი პირები რომელიმე კონკრეტული ბრალდებულის, თუმცა გარკვეული მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათ დააფიქსირეს“- აცხადებს პროკურორი გიორგი ქობულაძე.
პროკურორის თქმით, იმის გამორიცხვა რომ დანაშაულის დაფარვისთვის კიდევ ვინმე დააკავონ შეუძლებელია.