21 დეკემბერი 2024,   19:42
ვრცლად
რამდენი სამინისტრო დარჩება, კვლავ უცნობია - პრემიერისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა

პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრა დასრულდა. ახალ პრემიერს - მამუკა ბახტაძეს, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ისაუბრეს.

მათი თქმით, სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები ისევ გრძელდება. დეპუტატებს არ დაუკონკრეტებიათ, 14 სამინისტროდან რამდენი უწყება დარჩება.

მმართველი გუნდის წვერების თქმით, მათ კონსულტაციებისთვის გარკვეული დრო კიდევ სჭირდებათ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განაცხადებით, სამინისტროების გაერთიანების შემთხვევაში კადრები არ შემცირდება.

„ოპტიმიზაცია საკადრო შემცირებებთან არ იქნება დაკავშირებული,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები