21 დეკემბერი 2024,   20:15
ვრცლად
ოკუპანტებმა ბერშუეთიდან გატაცებული ორი ახალგაზრდა გაათავისუფლეს

კონფლიქტის ზონიდან, ოკუპანტების მიერ გატაცებული ორი ახალგაზრდა მამაკაცი ქართულ მხარეს გადმოსცეს. გატაცებულები გორის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.

ოკუპანტებმა ორი ახალგაზრდა დღეს გაიტაცეს. ისინი მეგობრებთან ერთად, გორის რაიონის, სოფელ ბერშუეთში, ღვთისმშობლის სახელობის სალოცავთან ახლოს გვიან ღამემდე ქეიფობდნენ, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა.

სამმა ახალგაზრდამ გაქცევა შეძლო, დანარჩენი ორი კი დააკავეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები