21 დეკემბერი 2024,   20:05
ვრცლად
პრეზერვატივზე გამოსახული მოსამართლე - კომპანია "აიისამ" ლევან მურუსიძის გამოსახულებით პრეზერვატივები გაყიდა

მოსამართლის პორტრეტი პრეზერვატივებზე - კომპანია "აიისამ" ლევან მურუსიძის გამოსახულებით 500 ლარის ღირებულების პრეზერვატივები უკვე გაყიდა. შეგროვებული თანხით კომპანია ამავე მოსამართლის მიერ დაკისრებულ 500-ლარიან ჯარიმას გადაიხდის.

ამ ფორმით, პრეზერვატივების ქართულმა ბრენდმა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა. მეორე ინსტანციამ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს დადგენილება, რომლითაც კომპანიას ფულადი ჯარიმის გარდა, აუკრძალა 4 დიზაინის პროდუქციის რეალიზება და რეკლამირება.

პრეზერვატივზე საკუთარი პორტრეტი უკვე ნახა ლევან მურუსიძემ, თუმცა ამის გამო, არც გაბრაზებულია და არც სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს. ამბობს, რომ ეს არ გაჰკვირვებია. მოსამართლის ინფორმაციით, მან გადაწყვეტილება მორალსა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ წარმოდგენებზე დაფუძნებით მიიღო.

აიისას“ ინტერესების დამცველი გიორგი მშვენიერაძე ლევან მურუსიძის დადგენილებას საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს.

პრეზერვატივების გამოსახულებები მერიის საქალაქო სამსახურმა სასამართლოში 3 თვის წინ გაასაჩივრა.

2 ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანი "აიისას" 4 დიზაინის პრეზერვატივის რეალიზება აეკრძალა.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

 

დღის ამბები