21 დეკემბერი 2024,   19:44
ვრცლად
ნივთების მითვისება - ონიაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინიდან მსხვილი ტექნიკა გაიტანეს და დაალომბარდეს 

ინციდენტი თბილისში - ონიაშვილის 4 ნომერში მდებარე ერთ-ერთი ბინის მფლობელი ქალს, რომელსაც საცხოვრებელი სახლი ნაქირავები ჰქონდა, ქურდობაში ადანაშაულებს.

ბინიდან წაღებულია მსხვილი ტექნიკა. ბინის მეპატრონე ამბობს, რომ სახლს დღიურად აქირავებს და ის ერთ-ერთმა ქალბატონმა იქირავა. მისი თქმით, სახლიდან წაღებულია თითქმის ყველაფერი.  

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით აღიძრა, რაც მითვისებას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.   

დღის ამბები