21 დეკემბერი 2024,   18:59
ვრცლად
თავდასხმა მწერალზე - ზურაბ აბაშიძე შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში გამოკითხეს

მწერალმა ზურაბ აბაშიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი დატოვა.  მან გუშინ მომხდარი ინციდენტის შესახებ სამართალდამცველებს ინფორმაცია მიაწოდა. აბაშიძე აცხადებს, რომ მას ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ, თუმცა მოგვიანებით პოლიციელებმა, რომლებსაც მწერალმა დახმარებისთვის მიმართა, ურჩიეს არ დაეწერა განცხადება და არ გაესვა ხაზი თავდასხმის ჰომოფობიური მოტივებისთვის.

ზურაბ აბაშიძე სამართალდამცველებს გულგრილობაში ადანაშაულებდა. დღეს გამართულ შეხვედრაზე კი მან პირობა მიიღო, რომ თუ გულგრილობის ფაქტი დადასტურდა, დამნაშავე სამართალდამცველები სამაგალითოდ დაისჯებიან.

„ვისაუბრეთ გუშინდელ შემთხვევაზე. ვისაუბრეთ, თუ რა დამოუკიდებულება ჰქონდათ პოლციელებს ჩვენს მიმართ. დაგვპირდნენ, რომ  გამოასწორებდნენ მდგომარეობას. დაიწყებენ სწრაფად გამოძიებას. დავწერეთ განცხადება, რის საფუძველზეც მოხდება პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის საქმეზე გამოძიება,“- განაცხადა ზურა აბაშიძემ.

ადვოკატი კი აცხადებს, რომ თავად გამოკითხის პროცესშიც პოლიციელების მხრიდან გულგრილობას ჰქონდა ადგილი.

თამარ მჭედლიშვილის თქმით, სამართალდამცველებმა გამოკითხვის პროცესში ფაქტობრივად უგულებელჰყვეს დაზარალებულის უფლებები და  ინტერესები.

დღის ამბები