09 ნოემბერი 2024,   16:10
ვრცლად
მელანია ტრამპმა მიგრანტი ბავშვების დროებითი მოთავსების ცენტრი მოინახულა - ის მედიის კრიტიკის ობიექტი გახდა

შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ მიგრანტი ბავშვების დროებითი მოთავსების ცენტრი მოინახულა. დაუგეგმავი ვიზიტით მელანია ტრამპი ტეხასში მას შემდეგ ჩავიდა, რაც დონალდ ტრამპმა მიგრანტების შესახებ სპეციალურ განკარგულებას ხელი მოაწერა.

ამ განკარგულების მიხედვით მიგრანტ ბავშვებს მშობლებისაგან ცალკე ყოფნა აღარ მოუწევთ.

პირველი ლედის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, არსებული პრობლემით მელანია ტრამპი შეშფოთებულია და ტეხასში ჩასვლაც ბავშვების მოსანახულებლად, ამიტომ გადაწყვიტა.

თუმცა, მანამდე, პრეზიდენტის მეუღლე მედიის კრიტიკის ობიექტი გახდა. მიზეზი მისი ზარას ქურთუკი გახდა რიტორიკული წარწერით, „ნამდვილად არ მადარდებს და შენ?“. თეთრი სახლის განმარტებით, ფრაზა არანაირ ფარულ გზავნილებს მოიცავდა. 

დღის ამბები