ყაჩაღობა ზუგდიდში. ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ კაფეში დაუდგენელი პირი შეიჭრა და იარაღის მუქარით დაახლოებით 500 ლარი გაიტაცა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.
როგორც "რუსთავი 2"-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.