21 დეკემბერი 2024,   19:48
ვრცლად
გრემის ორგზის მფლობელი მომღერალი საქართველოში და მზადება „ოქროს ტალღის“ დაჯილდოებისთვის

ლიზა ფიშერი და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით ხვალინდელი კონცერტისთვის ემზადებიან.

გრემის ორგზის მფლობელი მომღერალი და ქართველი მუსიკოსები მსმენელის წინაშე ხვალ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ერთობლივი პროგრამით წარდგებიან.

"ოქროს ტალღის" დაჯილდოების ცერემონიალი ხვალ 21:00 საათზე დაიწყება.

„იმედი მაქვს რომ ერთმანეთს გავუზიარებთ საკუთარ მუსიკას და ერთი მთლიანი გულისცემა იქნება. როდესაც აქ ჩამოვედი, აეროპორტში პირველი ადამიანების სითბო ვიგრძენი, ეს ყოველთვის სასიხარულოა, ქართველები მუდმივად თბილად მხვდებიან, ეს მაშინაც ვიგრძენი, როდესაც რამდენიმე წლის წინ ბათუმში ვიმყოფებოდი. რაც შეეხება ხვალინდელ კონცერტს, სიურპრიზად დავტოვებ თუ რას შევასრულებთ, ერთადერთი ვიტყვი იმას, რომ მოისმენთ საკმაოდ ცნობილი სიმღერების ოდნავ განსხვავებულ ვერსიებს.“- განაცხადა ლიზა ფიშერმა.

დღის ამბები