21 დეკემბერი 2024,   20:17
ვრცლად
„რუსეთი ოკუპანტია“ - ამ შინაარსის სტიკერების გაკვრას, ოპოზიცია ეხმაურება და ხელისუფლების რეაქციას აკრიტიკებს

პარლამენტში ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე „რუსეთი ოკუპანტია,“ ამ შინაარსის სტიკერების გაკვრასთან დაკავშირებით სახელმწიფოს რეაქციას ეხმაურება.

ახალგაზრდები, რომლებმაც რუსთაველზე სტიკერები გააკრეს წარწერით "რუსეთი ოკუპანტია," საპატრულო პოლიციამ დააკავა და მათ შესაძლოა, ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისროთ.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მსგავსი გზავნილები არ უნდა აწუხებდეს.

„ჩემთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება, რომ სახელმწიფოს, თუ ის იზიარებს ამ მოსაზრებას, რომ რუსეთი მართლაც ოკუპანტი სახელმწიფოა და მას უნდა დაუპირისპირდე რაღაცით, რატომ შეიძლება სახელმწიფო ხელს უშლიდეს მსგავს საზოგადოებრივ აქტივობას, მითუმეტეს, როდესაც არ იკვეთება არანაირი დარღვევა საზოგადოებრივი მართლწესრიგის,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს” წევრი, სერგო რატიანი შერჩევით სამართალზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი გზავნილების გამო ადამიანები იდევნებიან.

„ეს არის სიტყვის თავისუფლების ფუნდამენტური დარღვევა და თან შერჩევით. იმ ადგილზე აკრავდნენ ეს ახალგაზრდები, სადაც სხვა გზავნილები იყო და ფაქტობრივად, ეს არის შერჩევით რაღაცის დაშვება და რაღაცის არა. მეორე საკითხი არის, რაც ასევე, შემაშფოთებელია, რომ რა გზავნილები აწუხებს დღევანდელ ხელისუფლებას და როდესაც საუბარი არის, რომ რუსეთი ოკუპანტია, აქ განსაკუთრებით დევნიან და მითუმეტეს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანები იდევნებიან სწორედ ამ გზავნილის გახმოვანების ან გაკვრის გამო,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

ახალგაზრდებს ქალაქის იერსახის დამახინჯებას ედავებიან, რაც ადმინისტრაციული კანონდარღვევაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები