21 დეკემბერი 2024,   20:04
ვრცლად
"აიისა"-ს დამფუძნებელი სამართლებრივ დავას ევროპულ სასამართლოში განაგრძობს

შპს „აიისა“-ს დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე, ორიგინალური დიზაინით პრეზერვატივების დამზადების უფლების მოპოვებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გზით აპირებს.

ანანია გაჩეჩილაძეს სააპელაციო სასამართლომ 500 ლარის ოდენობით ჯარიმა ძალაში დაუტოვა და  საწარმოს რამდენიმე შეფუთვით პრეზერვატივების გამოშვება აუკრძალა. დღეს, კომპანიის დამფუძნებელმა, 500 ლარი სანქცია გადაიხადა, რაც საზოგადოებრივი აქტივობის ფარგლებშია შეგროვებული,  ბრენდი კი თავის მარკეტინგულ და კომერციულ მოღვაწეობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, ანანია გაჩეჩილაძე და მისი ადვოკატი, თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ. ბრენდის დამფუძნებელი მათ პროფესიულ და სასამართლოს დაპირისპირებაზე საუბრობს.

„თითოეულ მომხმარებელს შეუძლია, რომ ზუსტად ის დიზაინი შექმნას და ააწყოს, რომელიც მას თვითონ მოსწონს და არა ბრენდს და ეს არის დაპირისპირება ჩვენი მხრიდან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე, რადგან მიუხედავად იმისა ჩვენ მოგვწონს თუ არა კონკრეტული სლაიდები ან ფორმები, ამის მიუხედავად ყველაფერი უნდა იყოს ისე, როგორც სურს კონკრეტულ მოქალაქეს,“- ანანია გაჩეჩილაძე.

ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ მათი უფლებების დაცვას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აპირებს.

 „აიისა"-ს საქმემ კიდევ ერთხელ ანახა, ის რომ სასამართლოები ვერ ახერხებენ დისტანცირებას საზოგადოებრივი აზრისგან და საჯარო მორალისგან, რაც ასე რიგად მნიშვნელოვანი არის ხარისხიანი მართლმსაჯულებისთვის,“- აცხადებს ედუარდ მარიკაშვილი.

 

 

დღის ამბები