„ჩვენ, აუცილებლად, კომისიის წინაშე მოვიყვანთ და ძალიან სერიოზულ, მწვავე კითხვებს დავუსვამთ ყველა ფიგურანტს ამ საქმეში,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ ოთარ კახიძემ, ხორავას ქუჩის მვლელობაზე შექმნილი კომისიის შესახებ საუბრიოსას გააკეთა.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები კითხვებს ხორავას ქუჩის მკვლელობის პროკურორსა და გამომძიებელს უსვამდნენ. კერძოდ, დეპუტატების კითხვებს პროკურორი ზვიად ფხაკაძე და შსს-ს მთავარი დეტექტივი კახა სირაძე პასუხობდნენ.
„მე არავის პასუხისმგებლობის საკითხს არ გამოვრიცხავ, მთავარია ისიც აღინიშნოს, რომ ამ ფიგურებთანაც დაისვა კითხვა, თუ ვის ახსენებენ ისინი საქმის ვითარებას და ამ საქმის მოსმენებში იყვნენ ჩართულები როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი გახარია, ისე ყოფილი მთავარი პროკურორი შოთაძე. ამიტომ ჩვენ კომისია არ შემოვიფარგლებით ამ პირები. ამით დავიწყეთ ჩვენ. ჩვენ, აუცილებლად, კომისიის წინაშე მოვიყვანთ და ძალიან სერიოზულ, მწვავე კითხვებს დავუსვამთ ყველა ფიგურანტს ამ საქმეში, ვინაიდან საზოგადოებამ უნდა გაიგოს სიმართლე, ბოლოს და ბოლოს, ამ საქმის ირგვლივ,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.