21 დეკემბერი 2024,   20:05
ვრცლად
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, არ დასვეს მთავარი კითხვები,“ - მდინარაძე დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის შესახებ საუბრობს

„რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, რომლებმაც გამოკითხეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის წარმომადგენელი, არ დასვეს მთავარი კითხვები,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის შესახებ გააკეთა.  

სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები კითხვებს ხორავას ქუჩის მკვლელობის პროკურორსა და გამომძიებელს უსვამდნენ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ ისინი უწყებების წარმომადგენლებს უფრო მწვავე და კრიტიკულ შეკითხვებს დაუსვამენ.

„რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, რომლებმაც გამოკითხეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის წარმომადგენელი, არ დასვეს მთავარი კითხვები, საუბარია იმ კითხვებზე, რომელიც აქვს ზაზა სარალიძეს, ფარდულის ნაწილის გარდა. ამიტომ, ჩვენ ამ კითხვებს დავსვამთ საკმაოდ კრიტიკულად. რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ შემთხვევაში კომისიის უმრავლესობაში მყოფი ადამიანები ცდილობენ რაღაცის გამოყვანას, ჩვენ ვცდილობთ სიმართლის დადგენას, იმიტომ რომ ეს არის საქმე, სადაც არანაირი ტენდენცია და ტენდენციური მიდგომა არანაირი მიზნით არ არის გამართლებული,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე ამბობს, კომისიის ფარგლებში დაისვა კითხვები, რომელთაც ადრესატებმა ამომწურავი პასუხები, მაინც და მაინც, ვერ გასცეს.

კომისიის სხდომის დასრულების დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ.

„არის ლოგიკური ახსნები, რაც პროკურატურის პოზიცია იყო, თუმცა როგორც მოგახსენეთ, ამაზე ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ ერთობლიობაში შევაფასოთ ყველა ის კითხვა და პასუხი, რომელიც იყო დასმული კომისიის ფარგლებში,“ - განაცხადა სოფიო კილაძემ.

დღის ამბები