მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია საფრანგეთში. სამართალდამცველებმა ულტრა-მემარჯვენე რადიკალურ დაჯგუფებასთან კავშირის ბრალდებით, 10 ეჭვმიტანილი დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ისინი მუსლიმების წინააღმდეგ გეგმავდნენ თავდასხმების მოწყობას. რეიდები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა, მათ შორის პარიზსა და კუნძულ კორსიკაზე. საფრანგეთში თითქმის 6 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 9 პროცენტს შეადგენს.