21 დეკემბერი 2024,   19:42
ვრცლად
ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმე - პროკურორი და გამომძიებელი დეპუტატების შეკითხვებს 8 საათი პასუხობდნენ

ხორავას ქუჩის მკვლელობისა საქმე - ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმის გამომძიებელმა და პროკურორმა  დეპუტატების მწვავე შეკითხვებს უპასუხეს. საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისია დღეს ზვიად ფხაკაძეს და კახა სირაძეს უსმენდა.

ორივე მათგანმა მოკლედ მიმოიხილეს არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის ძირითადი ფაბულა. მოყვნენ როგორ დაიწყო და გაგრძელდა მოზარდებს შორი სისხლიანი დაპირისპირება. საპარალამენტო უმცირესობის წარმომადგენლები თავდაპირველად დაინტერესდნენ იმ მოზარდების ტელეფონებით, რომელიც გამოძიების მიერ თავის დროზე ამოღებული არ იყო. დეპუტატების ინტერესი ასევე მიიქცია მირზა სუბელიანის შვილისა და მიხეილ კალანდიას მიმოწერამ, რომლითაც პირველ დეკემბერს გარჩევა დაიგეგმა და რომელიც როგორც გაირკვა გამოძიების მიერ საქმეზე დართული არ ყოფილა.

უმცირესობის წარმომადგენლების შეკითხვები ასევე უკავშირდებოდა იმ თვითმხილველებს, რომლებიც გამოძიებამ არ დაკითხა. დეპუტატები ცდილობდნენ გაერკვიათ რა პრინციპით შეარჩიეს გამოძიების მწარმოებლებმა დასაკითხი ან გამოსაკითხი პირები. უმცირესობის წევრებმა საკმაოდ ბევრი შეკითხვა ინცინდენტის ერთ-ერთ მონაწილეზე დასვეს, რომელიც საქმის მასალებით დავით სარალიძის მკვლელობისას ფარდულში იყო და რომლის შესახებაც საქმეში დევს ოპერაციული ინფორმაციის იმის შესახებ რომ დ.ღ. შესაძლოა სახლში დანას მალავდეს.

ზვიად ფხაკაძე და კახა სირაძე დეპუტატებს ახსნა განმარტებას დღეს 8 საათის განმავლობაში აძლევდნენ, თუმცა მათ მიმართ შეკითხვები ისევ არსებობს. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა ხვალ ისევ საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლების მოსმენით გაგრძელდება.  

დღის ამბები