21 დეკემბერი 2024,   19:39
ვრცლად
ჩაგვრა და დაცინვა სკოლებში - მოსწავლეების 71 პროცენტი ადასტურებს, რომ სასწავლებლებში ბულინგი იშვიათი შემთხვევა არ არის

ჩაგვრა და დაცინვა სკოლებში - მოსწავლეების 71 პროცენტი ადასტურებს, რომ სასწავლებლებში ბულინგი იშვიათი შემთხვევა არ არის. 

სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, ბულინგი სკოლებში მთავარი პრობლემაა. მოსწავლეების მხოლოდ 24% ფიქრობს, რომ ჩაგვრა და დაცინვა სკოლაში არ ხდება. 71% კი ადასტურებს, რომ მათ სკოლებში, თანატოლებს შორის ბულინგი არსებობს. ომბუდსმენის აპარატის კითხვაზე, ბოლო 1 წლის განმავლობაში სმენიათ თუ არა სხვა მოსწავლის ჩაგვრის ფაქტი, 48 % პასუხობს, რომ ფიზიკური, 65 % კი ამბობს რომ სიტყვიერი ჩაგვრის შესახებ გაუგია.

მოსწავლეების 58 % ფიქრობს, რომ სკოლის ადმინისტრაციამ ბავშვების ჩაგვრის შესახებ იცის, თუმცა, უმეტესობა ფიქრობს, რომ პედაგოგების დიდი ნაწილი ამ ფაქტებზე რეაგირებას არ ახდენს. ანგარიშის მიხედვით პრობლემას არ აღიარებს სკოლების ადმინისტრაციაც. მათ დღეს არც "კურიერთან" საუბარი ისურვეს. თუმცა, პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ ჩაგვრა და დაცინვა სკოლაში სერიოზული პრობლემაა.

ჩაგვრა და დაცინვა სკოლებში მოსწავლეების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი რომ არის ამას სპეციალისტებიც ადასტურებენ. ყველაზე ხშირად ჩაგვრა საკლასო ოთახებში, დერეფნებში, სკოლის ეზოებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი. 

დღის ამბები