21 დეკემბერი 2024,   20:21
ვრცლად
ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის თვითმხილველი მომხდარის შესახებ არ საუბრობს

დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ. რა მოხდა პირველ დეკემბერს ხორავას 4 ნომერთან მდებარე ფარდულში, ინფორმაცია მოზარდების მკვლელობის შესახებ კომისიას ერთ-ერთმა თვითმხილველმა მიაწოდა, თუმცა მან დეტალებზე არ ისაუბრა. ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის თვითმხილველი მომხდარის შესახებ არ საუბრობს. 

კომისიის წევრებმა მძღოლის გარდა, ხორავას ქუჩის მცხოვრებლებიც გამოკითხეს.

მკვლელობის საქმის ახალ გარემოებზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე.

ის არ გამორიცხავს, რომ ხორავას ქუჩაზე მდებარე ფარდული პოლიციასთან შეთანხმებით აიღეს.

„ფარდულის დემონტაჟზე მითითება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმის განმარტებით გასცა პოლიციამ და იყო კონკრეტული პირი, ვინც იყო შუამავალი პოლიციასა და მესაკუთრეებს შორის და კომუნიკაცია მიმდინარეობდა რჩეულიშვილის ქუჩაზე მდებარე განყოფილებასთან,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი, ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ თუ სამართალდამცავები თვითმხილველებს შემთხვევის დღეს ან უახლოეს დღეებში დაკითხავდნენ, უფრო მეტი დეტალის გაგება იქნებოდა შესაძლებელი.

„თვითმხილველების რესურსი, გახსნილიყო საქმე, გამოძიებას, შეგვიძლია ვთქვათ, რო აქვს გაფლანგული,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც შემთხვევის ადგილთან ძალიან ახლოს დგას წითელი მანქანით და მოზარდების ჩხუბზე რეაგირება არ აქვს.

დღის ამბები