07 მაისი 2024,   17:10
ვრცლად
მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაცია - პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის განხილვა იწყება 

პარლამენტი დღეიდან მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს.  

დაჩქარებული ტემპების გამო საკითხზე მსჯელობას დღეს ექვსივე სავალდებულო კომიტეტი გეგმავს.

ცვლილებებს პირველი მოსმენით ხვალ რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ მცირე მთავრობის კონცეფციას და იმ მთავარ მიზანს, რაც დგას ამის უკან. ეს არის - მთავრობამ გაზარდოს თავისი ოპერატიულობა, ასევე მივესალმებით მიზანს, რომ ბიუროკრატიის მთლიანი დანახარჯი მომდევნო პერიოდში, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში შემცირდეს,“0-აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, საკანონმდებლო პაკეტი  უკვე საბოლოოდ დამტკიცდება.

„ევროპული საქართველო მხარს ვერ დაუჭერს ბახტაძის კაბინეტს, იმიტომ, რომ სტრუქტურული რეორგანიზაცია ისევე წარუმატებელი იქნება ჩვენი აზრით, როგორც კვირიკაშვილის მიერ დეკემბერში განხორციელებული მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაცია, რომელსაც არანაირი სასიკეთო შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის არ მოჰყვა,“-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, პრემიერის მიერ შემუშავებული ცვლილებები ბიძინა ივანიშვილის ინტერესის გარდა არაფერს არ ემსახურება.   

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, მთავრობის  შემადგენლობაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი რჩება.

დღის ამბები