სუს-ის წარმომადგენლებმა რამაზ მარგოშვილი ახმედ ჩატაევთან გააგზავნეს - ეს განცხადება პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა „შაბათის კურიერთან“ გააკეთა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ჩატაევის საქართველოში ჩამოსვლა სუს-თან იყო შეთანხმებული და სუს-მა ჩატაევთან შესახვედრად აგენტები გააგზავნა.
„ეს ორი ადამიანი ვინ ჩამოიყვანა, მარგოშვილთან საიდან მოხვდნენ, მარგოშვილს ვინ ჩამოაყვანინა თურქეთიდან სირიიდან გამოსულები? რატომ იყო მარგოშვილი გაგზავნილი ჩატაევთან შესახვედრად. ეს არის გაგზავნილი სუს-ის წარმომადგენლებმა, კონტრდაზვერვამ, ეს იქიდანვე დაწყებული,“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, პანკისის სპეცოპერაციის შემდეგ ხეობაში გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ სპეცოპერაციის დროს დაკავებულები სუს-ის აგენტები იყვნენ.
„ხალხს ჰქონდა ისეთი აზრი, შთაბეჭდილება, რამაზ მარგოშვილი და დანარჩენები იყვნენ სუს-ის აგენტები და ეს გამოჩნდა კიდეც,“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მაჩალიკაშვილის თქმით, ეს სპეცოპერაცია სხვა ქვეყნის დავალებით შესრულდა, სადაც სოლიდური თანხები ტრიალებს.
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 4 პირი დააკავეს.