21 დეკემბერი 2024,   19:35
ვრცლად
პრეზიდენტის განკარგულებას ჭუბერში სამხედრო ძალების და ტექნიკის შეყვანასთან დაკავშრებით, პარლამენტი მხარს დაუჭერს

პარლამენტში დაგეგმილი ბიუროსა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საბჭოს სხდომა  გადაიდო. დეპუტატები დღის მეორე ნახევარში შეიკრიბებიან მანამდე კი კომენტარები კეთდება ჭუბერში სამხედრო-საინჟინრო ძალების შეყვანასთან დაკავშირებით, რასაც კონსტიტუციის მიხედვით პარლამენტის თანხმობა სჭირდება. დეპუტატები ამბობენ, რომ პრეზიდენტის ამ მოთხოვნას მხარს დაუჭერენ.

„ჭუბერში განვითრებული  სტიქიური უბედურების გამო, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოვიყენოთ შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფები. ჩვენი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება დროულად მოხვდეს სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება  იმისთვის, რომ მოსახლეობას შეეძლოს თავისუფლად გადაადგილება და ასევე დაცული იყოს  უსაფრთხოების ზომები. თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებს  გააჩნია სწორედ ის ტექნიკური საშუალებები, რომელიც ყველაზე დროულად და ეფექტურად შეიძლება იყოს გამოყენებული,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ჭუბერში შეიარაღებული ძალების შესაბამისი ტექნიკის და ჯარის მობილიზების მომხრეა „ევროპული საქართველოც.“

„მხარს დავუჭერთ ჩვენი შეიარაღებული ძალების გამოყენებას. რაც შეეხება კონსტიტუციის ხარვეზს, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები, რომ უფრო ოპერატიულად მოხდეს ჯარის გამოყვანა მაშინ როდესაც ეს არ უკავშირდება საომარ მოქმედებებს,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.

ჭუბერში ჯარისკაცების ჩაყვანას მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობა.“

„რა თქმა უნდა დავუჭერთ მხარს. ეს არის აბსოლუტურად გამართული კონსტიტუციური ნორმა და ჯარის გამოყენება რა თქმა უნდა ეს არ არის მხოლოდ პრეზიდენტის პრეროგატივა, როდესაც ჯარი მოქმედებაში მოდის. მას სჭირდება  გაცილებით დიდი ლეგიტიმაცია და მასზე კონტროლი. მიუხედავად იმისა იგი გამოყენებულ იქნება  სტიქიური უბედურებების აღსაკვეთად, თუ თუნდაც ქვეყნის ტერიტორიის დასაცავად,“-განაცხადა რომან გოცირიძემ. 

დღის ამბები