18 აპრილი 2024,   19:30
ვრცლად
სტიქია იაპონიაში-წყალდიდობას ბოლო მონაცემებით 80-მდე ადამიანი შეეწირა

იაპონიაში გადაუღებელი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა. კუნძულ კიუ-სიუზე და სიკო-კუზე უკვე მესამე დღეა გადაუღებლად წვიმს. განსაკუთრებით მძიმე ვითარება ჰიროსიმაშია. იაპონიის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის 92 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. მათი ძებნის ოპერაციაში 40 სამაშველო ვერტმფრენია ჩართული. ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე რეგიონში მეწყერი ჩამოწვა და საცხოვრებელი სახლები ქვეშ მოიყოლა. სტიქიის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში მაშველებთან ერთად სამხედრო ქვედანაყოფებიცაა მობილიზებული. მეტეოროლოგები ამინდის გაუმჯობესებას უახლოეს საათებში არ ელოდებიან. 

დღის ამბები