07 დეკემბერი 2024,   18:12
ვრცლად
სომხეთმა სერჟ სარქისიანის ოჯახის წევრებზე ძებნა გამოცხადა

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა სერჟ სარქისიანის ოჯახის წევრები ძებნაში გამოაცხადა. საუბარია ექს-პრეზიდენტის ძმასა და მის შვილზე. ლევონ და ანი სარქისიანებს გამოძიება უკანონო სამეწარმეო საქმიანობას და გადასახადების დამალვას ედავება. საგამოძიებო მასალებით ირკვევა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ძმა და ძმის შვილები წლების განმავლობაში საგადასახადო დეკლარაციებს არ ავსებდნენ, არ იხდიდნენ გადასახადებს და ამ უკანონო ქმედებებით თითქმის 7 მილიონი დოლარით გამდიდრდნენ. სომხეთის სასამართლომ ლევონ სარქისიანს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ანი და ნარეკ სარქისიანებს კი ქვეყნიდან გასვლა აეკრძალათ. აქვე აღსანიშნავია, რომ ყოფილი პრეზიდენტის ძმისშვილი, პოლიციამ ძებნაში რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. ნარეკ სარქისიანს სხვისი ქონების მიტაცება და ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო შენახვა ბრალდება.

დღის ამბები