17 ნოემბერი 2024,   17:25
ვრცლად
საფლავები, რომელიც მეწყერს მიაქვს-კორცხელის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

მეწყერსაშიში სასაფლაო და საფლავები, რომელიც ინგრევა - სამეგრელოში, სოფელ კორცხელში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

კორცხელის სასაფლაოზე თითო ოჯახიდან რამდენიმე მიცვალებულია დაკრძალული. ადგილობრივები ამბობენ, რომ ალტერნაატიული ტერიტორია, რომელიც ამდენ საფლავს დაიტევს, არ არსებობს. გარდა ამისა, საფლავები ძალიან ძველია და მათ გადატანას დიდი თანხაც სჭირდება. მიცვალებულების გადატანას ადგილობრივები არც რელიგიური მოსაზრებების გამო ემხრობიან. სასაფლაო ეკლესიის ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია და რომელსაც ასევე მეწყრის საშიშროების გამო დანგრევა ემუქრებოდა. თუმცა წლების წინ ეკლესიის საყრდენი კედელი გაამაგრეს და სოფლის მცხოვრებლები ითხოვენ, რომ სასაფლაოც ეკლესიის მსგავსად გამაგრდეს. ისინი დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ.

ავტორი: ემა გოგოხია.

 

დღის ამბები