უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები ხარაბაძეების ოჯახი სოფელ დიდ ჯიხაიშში - მოხუც ცოლ-ქმარს სოციალური შემწეობა უკვე რამდენიმე წელია მოხსნილი აქვს. მიზეზი კი ნახევარი ჰექტარი მიწაა, რომლის ათვისებასაც უკვე დიდი ხანია ვერ ახერხებენ. სახლი სადაც უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი ცხოვრობს ამორტიზებულია. წვიმის დროს სახურავიდან წყალი ჩამოდის, დაზიანებულია იატაკი, ჭერი და კედლები.
ოჯახის უფროსი 9 წელია საწოლს არის მიჯაჭვული. ვერ ახერხებს გადაადგილებას და დამოუკიდებლად კვებას. მასზე მეუღლე ზრუნავს, რომელიც ინვალიდი ქმრის მოვლის გარდა სხვა საქმის კეთებას ვერ ახერხებს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი პენსიაა,რომელიც წამლების შესაძენად არ ყოფნით.
ხარაბაძეები იმედოვნებენ, რომ ხელახალი შემოწმების შემდეგ სააგენტო მათ შემწეობას აღუდგენს.
ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი