03 დეკემბერი 2021,   11:19
ვრცლად
76 დაღუპული და 100-მდე დაკარგული - იაპონიის ტერიტორიაზე რეკორდული ნალექი მოვიდა

იაპონიის ხელისუფლებამ გადაუღებელი წვიმის გამო ევაკუაციის განკარგულება გასცა. შესაბამისი მითითება ქვეყნის 23 პრეფექტურაში მცხოვრებ 4 მილიონ სამასი ათას ადამიანს მიეცა. იაპონიის ტერიტორიაზე რეკორდული ნალექი მოვიდა. სამ-დღიანი გადაუღებელ წვიმას რამდენიმე რეგიონში მეწყერი და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 76 ადამიანი, 100-მდე ადგილობრივი კი დაკარგულად მიიჩნევა.

სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში სამაშველო ჯგუფებთან ერთად სამხედრო ქვედანაყოფები და ავიაციაა მობილიზებული, თუმცა სამაშველო ოპერაციას ისევ ძლიერი წვიმა და მეწყერსაშიშროება აფერხებს.

დღის ამბები