17 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
დატბორილი კარ-მიდამოები, წაღებული სახლები და შინაური ცხოველები - მდინარე, რომელზეც "ნენსკრა ჰესის" მშენებლობა იგეგმება 

ჭუბერის თემში 5 ივლისს მოვარდნილმა ადიდებულმა მდინარემ მოსახლეობის კარ- მიდამო დატბორა, გაიტაცა შინაური ცხოველები და საცხოვრებელი სახლები.

უხვმა ნალექმა ოკრილის მთას ფერდობი მოსწყვიტა, რომელიც ამავე სახელწოდების მდინარეში ჩაიშალა და მისი დაგუბება გამოიწვია. რამდენიმე საათის შემდეგ წყალმა ზღუდე გაარღვია და ღვარცოფმა ხეობის სოფლებს გამანადგურებელი ძალით გადაუარა.

მთის ფერდობის ჩამოშლა და მდინარე ნენსკრას ადიდება იმ კაშხლის მშენებლობას დაუკავშირდა, რომელის აგებაც ჭუბერის ხეობაში იგეგმება.

ჭუბერის ხეობაში, ნენსკრა ჰესის მშენებლობის შესაჩერებლად, პერმანენტულად აქციები იმართებოდა და ჰესის მშენებლობაზე დროებითი მორატორიუმი გამოცხადდა. 

ადგილობრივებსა და გარემოს დაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ის საფრთხეები აშინებთ, რომელიც გეოლოგიურად და სეისმურად აქტიურ ხეობაში კაშხლის მშენებლობას უკავშირდება.

სტიქიის დაწყებიდან მალევე "ნენსკრა ჰესის" ადმინისტრაციამ, საკუთარ ვებგვერდზე ინფორმაცია განათავსა, სადაც აღნიშნულია, რომ შექმნილ ვითარებას "ნენსკრა ჰესის" მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

2017 წელს, სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნენსკრა ჰესს ცალკე თავი აქვს დათმობილი. საქართველოს მთავრობამ და საპარტნიორო ფონდმა, კონტრაქტი სამხრეთ კორეულ სახელმწიფო კომპანიასთან „კაი-ვოთერთან“ გააფორმა. კონტრაქტის დიდი ნაწილი გასაიდუმლოებულია, თუმცა ის პუნქტები, რომელიც სავალუტო ფონდის ანგარიშის წყალობით გამოაშკარავდა, უამრავ კითხვას ბადებს. ხელშეკრულების თანახმად იმ შემთხვევაში თუ კორეულ კომპანიასთან დადებული შეთანხმება რაიმე მიზეზის გამო დაირღვა, სახელმწიფო ვალდებულია პროექტი გამოისყიდოს და მასში 800 მილიონი გადაიხადოს.

კონტრაქტის მიხედვით დაზღვეულია ფასიც, რომელსაც კორეული კომპანია მის მიერ წარმოებულ ელექტროენერგიას დაადებს.

დღის ამბები