28 აპრილი 2024,   05:32
ვრცლად
ფილმის ხორავას ქუჩის ტრაგედიაზე - საზოგადოებრივი მაუწყებლიდან შესაძლოა, გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი გაუშვან

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, შესაძლოა, გამომძიებელ ჟურნალისტთა ის ჯგუფი გაუშვან, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ დოკუმენტური ფილმი მოამზადა.

ბორდმა უკვე გამოაქვეყნა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა, სადაც პრიორიტეტებზე საუბარი. დოკუმენტში მითითებულია, რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკა აღარ არის პრიორიტეტული და ის გავა საზოგადოებრივი მაუწყებლის გარეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი შინაარსის პროექტები უკვე კონკურსის წესით შეირჩევა.

ჟურნალისტური გამოძიების პროექტ „გამომძიებელი რეპორტიორის“ ავტორი, ლია ტოკლიკიშვილი არ გამორიცხავს, რომ პრიორიტეტებში ცვლილება შესაძლოა მათ მიერ მომზადებულ ფილმის გამო მოხდა. ტოკლიკიშვილი თქმით, ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებენ თავიანთი უფლებების დასაცავად.

„ბორდმა თავისი პრიორიტეტების ახალ პროექტში ნამდვილად შეიტანა ჟურნალისტური გამოძიების გარეთ გატანა. ეს პრიორიტეტები დაიდო საჯარო განხილვისთვის და საზოგადოების ძალიან ბევრმა წევრმა ჩათვალა, რომ ეს პირდაპირ უკავშირდება იმ ფილმს ხორავას ქუჩაზე, რომელიც გამომძიებელმა რეპორტიორმა გააკეთა. თუკი, ეს დადასტურდა, ჩვენ ცხადია, ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ, რომ დავამტკიცოთ, რომ ჩვენი გადაცემა ამას არ იმსახურებს იმიტომ, რომ შიდა პერიმეტრზე, ჟურნალისტური გამოძიების არსებობა საზოგადოებრივ მაუწყებელს სჭირდება და უნდა შიგნით იყოს, რადგან გარედან შემოსული პროექტების გაკონტროლება, რამდენად პოლიტიკურად და სხვადასხვა ინტერესებისგან იქნებიან თავისუფალი, ამის გარანტიას ვერავინ მისცემს,“ - განაცხადა ტოკლიკიშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ირინა ფუტკარაძე აცხადებს, რომ გამომძიებელ ჟურნალისტთა შესაძლო გაშვების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„თვის ბოლოს სავარაუდოდ, ვიმსჯელებთ ბორდი, შევიკრიბებით, მანამდე გვექნება კიდევ რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, ვიმსჯელებთ და კონკრეტულად ასე ჯერ არ არის საკითხი დასმული. ჩვენ უბრალოდ პრიორიტეტებთან მიმართებაში უნდა ვიმსჯელოთ,“ - განაცხადა ფუტკარაძემ.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები