ხურცილავების ოჯახის წევრები დღეს პროკურატურის წინ შეიკრიბნენ და პოლიციის მიერ წაღებული 40 ათას ევროს დაბრუნება მოითხოვეს. მათი თქმით, ხუთი თვის წინ თანხა უკანონოდ ჩამოართვეს.
საქართველოდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, იტალიაში ხურცილავების რძალი დააკავეს, რომლის მიხედვით 19 წლის გოგონას კავშირი ჰქონდა დანაშაულებრივ ჯგუფთან. ის ორი კვირის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა ამ პერიოდში დედამისმა თავი მოიკლა.
ხურცილავების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ თუ დროულად არ დაუბრუნებენ თანხას, პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.