20 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
"ის ფაქტი, რომ სამიტი იმართება და მასში მონაწილეობენ უკრაინა და საქართველო, ძალიან მნიშვნელოვანია“ - პეტრო პოროშენკო

მოახლოებული ნატოს სამიტის წინ ბრიუსელში უკრაინა-ევროკავშირის უმაღლესი დონის შეხვედრა იმართება. ქვეყნის ლიდერი პეტრო პოროშენკო მოლაპარაკებებს მართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან.

შეხვედრის დაწყებამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ნატოს სამიტის მოლოდინებთან დაკავშირებით "კურიერის" მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ნატოსთან დაკავშირებით. ის ფაქტი, რომ სამიტი იმართება და მასში მონაწილეობენ უკრაინა და საქართველო, ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.

დღის ამბები