აქცია ბათუმში - მძღოლებმა საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან გამართეს.
მძღოლები, რომლებიც ე.წ. ტრაილერებით საერთაშორისო გადაზიდვებს ახორციელებენ, აცხადებენ, რომ თურქეთში შესვლის ნებართვას უკვე ორი კვირაა ვერ იღებენ.
ისინი სახელმწიფოსაგან დახმარებას ითხოვენ. მძღოლები ხვალ სარფში ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავენ.