27 აპრილი 2024,   03:27
ვრცლად
სამების ტაძარში დედამ ერთი თვის ჩვილი დატოვა

სამების საკათედრო ტაძარში დედამ ერთი თვის ჩვილი დატოვა.  ერთი თვის მტირალი გოგო მესანთლემ იპოვა. 

„გამოვიარე იქიდან და მივდიოდი ჩემს სამუშაო ადგილას და აქ დავინახე ჯვარცმასთან იყო დაგდებული ბავშვი. რომ ტიროდა მოვკიდე ხელი, მივიყვანე მამაოსთან და დარეკეს 112-ში,“-აცხადებს თვითმხილველი. 

ტაძრის არქიმანდრიტმა ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ერთი თვის ჩვილი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

„დაახლოებით, ერთი საათის წინ, ტაძარში დედამ ჩვილი ბავშვი, დაახლოებით ერთი თვის გოგონა მიატოვა და წავიდა, რომელიც მესანთლემ იპოვა მტირალი. 112-ში დარეკვის შემდეგ პატრულმა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წაიყვანეს პატარა ანგელოზი,“- აცხადებს არქიმანდრიტი.

 

 

 

დღის ამბები