20 აპრილი 2024,   12:38
ვრცლად
შსს-ს მიერ გავრცელებულ ფაქტებთან დაკავშირებით განსახვავებული პოზიცია აქვს - ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაზე დაკავებულის ადვოკატი

რაიან და ლორა სმიტების და მათი 4 წლის შვილის მკვლელობისთვის დაკავებული მალხაზ კობაური თბილისში ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადმოყვანილი. მისი ადვოკატის თქმით, მას სახეზე დაზიანებები აღენიშნება.

ცოტა ხნის წინ საქმის მასალებს მისი ადვოკატი გაეცნო. ადვოკატი ჟურნალისტებთან მტკიცებულებებსა და დამატებით დეტალზე არ საუბრობს. მისი თქმით, ბრალდებულს სახეზე დაზიანებები აღენიშნება და სწორედ ამის გამო, ის მცხეთიდან თბილისში ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაყავთ.

„ცოტა განსახვავებული პოზიცია აქვს ფაქტებთან დაკავშირებით, რაც შსს-მ გაავრცელა, სხვა დეტალებზე ვერ გიპასუხებთ... ბრალი არ აქვს წაყენებული, სავარაუდოდ, დღეს არც წაეყენება, ახლა გადაყავთ ექსპერტიზაზე, დაზიანებებთან დაკავშირებით, რომელიც მას აღენიშნება და სავარაუდოდ, ხვალ მოხდება ბრალის წაყენება. როგორც თვითონ ამბობს თრობის ქვეშ არ იყო,“ - განაცხადა ადვოკატმა.

19 წლის კობაური წილკნის დევნილთა დასახლების მკვიდრია და ის ხანდას ხეობაში მწყემსად მუშაობდა.

ავტორი: თაკო სურგულაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები