ლენტეხის მოსახლეობა "ხელედულა-ჰესის" მშენებლობას აპროტესტებს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ისინი არც ერთ პირობას არ დათანხმდებიან, რადგან თუ ჰესი აშენდება, საფრთხე ემუქრება რამდენიმე სოფელს. მათი განმარტებით ჰესის მშენებლობა ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს, განადგურდება საცხოვრებელი სახლები და სახნავ-სათესი მიწები.
აქციაზე შეკრებილები ასევე სოლიდარობას უცხადებენ ჭუბერში სტიქიის დროს დაზარალებულებს.