27 ნოემბერი 2021,   16:05
ვრცლად
ტაილანდის გამოქვაბულიდან ამ დროისთვის რვა მოზარდია გამოყვანილი

ტაილანდის გამოქვაბულიდან მერვე მოზარდი გამოიყვანეს და ამით დღევანდელი ოპერაცია დასრულდა.

ამ დროისათვის მღვიმეში 4  ბავშვი რჩება,  მწვრთნელთან ერთად. მათ გამოყვანას მყვინთავები ხვალ შეეცდებიან.

გადარჩენილი ბავშვები ერთსადაიმავე საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. მათი მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია, თუმცა დაქვეითებული იმუნიტეტის გამო, მათი დაინფიცირების რისკი მაღალია და ამიტომ კარანტინში არიან მოთავსებულნი.

12 მოზარდი მწვრთნელთან ერთად გამოქვაბულში 23 ივნისს შევიდა, მაგრამ მოულოდნელად გაწვიმდა და შესასვლელი გვირაბის დატბორვის გამო მათ გამოსვლა ვეღარ შეძლეს.

დღის ამბები