სპეცტექნიკამ ჭუბერამდე ახალი შემოვლითი გზა გაჭრა. სპეციალისტებს საშუალება მიეცემათ კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები გააგრძელონ. პარალელურად, გრძელდება დროებითი ხიდის მონტაჟი, ჭუბერში მეორე დღეს სამხედრო და სამშენებლო ტექნიკაა მობილიზებული.
იწმინდება ნენსკრას კალაპოტი, რომელიც სტიქიის შედეგად ნაშალი მასალითაა ამოვსებული,
„ეს ალტერნატიული გზა, რომლითაც შესაძლებელია სოფელში მძიმე ტექნიკის შეყვანა. კარგად იცით, რომ მარცხენა სანაპიროზე ვერ შეგვყავს ამ წუთში მძიმე ტექნიკა და ეს გზა მოგვცემს საშუალებას, რომ შევიყვანოთ მძიმე ტექნიკა იმისთვის, რომ სასწრაფოდ დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება უჭირთ,“ - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.