სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოდბეში სასმელი წყალს ითხოვენ. ადგილობრივებმა სოფელში განლაგებული წყლის მთავარი წყალსაქაჩი გადაკეტეს, საიდანაც სასმელი წყალი სიღნაღს მიეწოდება, თავად სოფელი კი წყალს მხოლოდ სამდღიანი გრაფიკით იღებს.
მოსახლეობას წყლის მოტანა რამდენიმე კილომეტრიდან უწევს. წყალმომარაგების კომპანიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.