ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის ახლობლებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სამძიმარს უცხადებს. ამ წუთებში საელჩოში სამგლოვიარო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მიდიან რიგითი მოქალაქეებიც, რომლებიც სანთლებს ანთებენ და საელჩოსთან ყვავილებს ტოვებენ. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი აცხადებს, რომ მომხდარით შოკირებულია.
"მწუხარებას გამოვთქვვთ და შოკირებული ვართ ამ მკვლელობის გამო. ვუერთდებით ყველა აქ მყოფ ჩვენს თანამემამულეს და უამრავ ადამიანს განსაკუთრებით მარნეულის რაიონში, სადაც სმიტების მეგობრები ცხოვრობენ, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს ხელისუფლებასთან გამოძიებასთან დაკავშირებით და ყველაფერს გავაკეთებთ რაიანის ოჯახის წევრების დასახმარებლად, როდესაც ისინი აქ ჩამოვლენ,“-განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.
სმიტების ოჯახი ხადას ხეობაში დასასვენებლად იმყოფებოდა. გამოძიების ინფორმაციით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ადგილობრივმა მწყემსმა ჯერ მამაკაცი მოკლა, ქალი კი რომელიც გაქცევას ცდილობდა ხევში გადავარდა. ბრალდებულმა ამის შემდეგ 4 წლის ბავშვს ესროლა. მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.