17 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
თბილისში ქაოტური მშენებლობები გრძელდება - ოპოზიციის თქმით, კახი კალაძე დავით ნარმანიას მავნე პრაქტიკას აგრძელებს

დედაქალაქის ახალი ადმინისტრაცია მაღალსართულიან მშენებლობებზე ნებართვების გაცემას აგრძელებს. თანამდებობაზე არჩევიდან დღემდე, კახი კალაძემ 100 ბრძანება გამოსცა და ბეტონის ჯუნგლებად ქცეულ თბილისში კიდევ 100 ბეტონის ცათამბჯენის აშენებას მწვანე შუქი აუნთო.

ოპოზიცია ამბობს, რომ კახი კალაძე მისი წინამორბედის, დავით ნარმანიას მავნე პრაქტიკას აგრძელებს. თბილისის მერი დედაქალაქს არათუ იცავს ქაოტური მშენებლობებისგან, არამედ მისი მიდგომა არსებულ რთულ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. წინა მერის შემთხვევაში, მშენებლობის კოეფიციენტებისა და ზონალური სტატუსის შეცვლა სპეციალური ზონალური საბჭოს გავლით ხდებოდა, კალაძემ კი ეს საბჭოც გააუქმა. ახლა სად, რამდენსართულიანი მშენებლობა უნდა განხორციელდეს, ამის შესახებ ერთპიროვნული გადაწყვეტილების უფლება მხოლოდ კახი კალაძეს აქვს.

თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ მშენებლობებზე K2 კოეფიციენტს ზრდიან. მერის მოადგილე ამბობს, რომ გასული წლებისგან განსხვავებით კალაძის მთავრობა ჯერ შესაბამის კვლევებს ატარებს და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებებს.

რამდენიმეწლიანი მზადებისა და ხანგრძლივი დაპირისპირების მიუხედავად აღმოჩნდა, რომ თბილისის ურბანული განვითარების საკითხი ვერც გენერალურმა გეგმა მოაგვარა. 3-მილიონიან დოკუმენტს საკრებულო აგვისტოს ბოლომდე დაამტკიცებს, თუმცა მანამდე თვითმმართველობის ორგანოში მწვავე დებატებია მოსალოდნელი. ოპოზიცია გეგმის ძირეულ ცვლილებას ითხოვს.

 

დღის ამბები