22 დეკემბერი 2024,   10:21
ვრცლად
ტატუნაშვილის მკვლელობა, ბაშარულის საქმე და "ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სია - ერგნეთში შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრა დაიწყო. მხარეები ერთმანეთს საკუთარ პოზიციებს თითქმის ერთი საათია აცნობენ.

დღევანდელ შეხვედრაზე განსახილველად 10 საკითხი დგას. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და სასტიკი მკვლელობის ფაქტს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა გაურკვეველ გარემოებაში საქართველოს მოქალაქის დავით ბაშარულის გარდაცვალების ფაქტი იქნება.

დღის წესრიგში დგას სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან შევიწროების საკითხიც.

შეხვედრის დაწყებამდე არსებობდა მოლოდინი, რომ საოკუპაციო რეჟიმი ამ შეხვედრასაც ჩაშლიდა. თუმცა როგორც ჩანს გალის შეხვედრისგან განსხვავებით, ერგნეთის ინციდენტების პრევენციის შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობს.

შეხვედრის დაწყებისას მხარეებს მშვიდი დიალოგისაკენ მოუწოდა ეუთოს წარმომადგენელმა. გიუნტერ ბეხლერის მრჩეველი აცხადებს, რომ არსებული პრობლემების განხილვა და მოგვარება ყველა მხარის პასუხისმგებლობის საკითხია.

„შეხვედრის მონაწილეებმა დღის წესრიგში მნიშვნელოვანი საკითხები დააყენეს. ყველა მხარის პასუხისმგებლობაა რომ არსებული საკითხები განხილვის საგანი გახდეს და ამ პრობლემური საკითხების გადასაწყვეტად მოიძებნოს გამოსავალი . როგორც ვიცით, საერთაშორისო დისკუსიების ბოლო შეხვედრაზე ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით. აქედან გამომდინარე, ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის გათვალისწინებით, მინდა მოვუწოდო ყველა მონაწილეს, გააგრძელეთ კონსტრუქციული თანამშრომლობა, რომ დავიცვათ ადგილზე მცხოვრები ადამიანების უფლებები და უზრუნველვყოთ მათი კეთილდღეობა,”-განაცხადა პიეტრო ფუასტამაჩისიმ.

შეხვედრის დაწყებამდე სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ ცალსახად აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის და ასევე მზად არის საოკუპაციო რეჟიმის ყველა კითხვას სათანადო პასუხი გასცეს.

დღის ამბები